პეტიცია საქართველოს პარლამენტს
პუტინიზმის წინააღმდეგ კანონის
მიღების მოთხოვნით
რუსეთის ფედერაციაში არსებულ ვლადიმერ პუტინის რეჟიმს ჩადენილი აქვს სამხედრო აგრესია საქართველოს წინააღმდეგ 2008 წელს, რის შედეგად საქართველოს ტერიტორიების დიდი ნაწილი დღესაც არის ოკუპირებული. გრძელდება დამატებითი ტერიტორიების მიტაცება ეგრედწოდებული “მცოცავი ოკუპაციის” პირობებში.
რეჟიმმა ჩაიდინა ანალოგიური ქმედება მოლდოვის და აგრეთვე უკრაინის წინააღმდეგ. 2022 წლის 24 თებერვალს, პუტინის რეჟიმის მერ გაჩაღებული სასტიკი და ანტიჰუმანური ომი საქართველოს ახლო მოკავშირის, უკრაინის წინააღმდეგ, წარმოადგენს პუტინის რეჟიმის აგრესიული მრავალწლიანი პოლიტიკის მკვეთრ რადიკალიზაციას. ამის შედეგად დადგა საქართველოს მოსახლეობის ფიზიკური უსაფრთხოების და ქვეყნის სახელმწიფოებრიობის არსებობის აქტუალური, მყისიერად გადასაჭრელი საკითხი.
აქედან გამომდინარე, “კანონი პუტინიზმის წინააღმდეგ” მიზნად ისახავს საქართველოს საზოგადოების დაცვას პუტინის რეჟიმისგან, ამ რეჟიმის პროპაგანდის და მის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე აქტიური დესტრუქციული მოქმედებების აღკვეთის გზით.
კანონპროექტის მთავარი მიზნები
1 პუტინის დაფინანსებული და პრო-პუტინისტური ორგანიზაციების აკრძალვა
2 რუსული პროპაგანდისტული არხების მაუწყებლობის შეჩერება
3 სავიზო რეჟიმი რუსეთის მოქალაქეებს, ვუშვებთ მხოლოდ მათ, ვინც წერილობით ემიჯნება პუტინს
4 რუსული პროდუქციის სპეციალური, მკაფიო მარკირება